null„ლეიკერსის“ ყოფილმა კალათბურთელმა სტანისლავ მედვედენკომ აუქციონზე გაყიდა NBA-ს 2 საჩემპიონო ბეჭედი, რომლებიც მან კალიფორნიული კლუბში ყოფნისას მოიგო.

ბეჭდების ახალ მფლობელს თითოეული 126 767 დოლარად უყიდია.

შეგახსენებთ, რომ სტანისლავ მედვედენკო ვეტერანი უკრაინელი კალათბურთელია, რომელმაც კობი ბრაიანტთან და შაკილ ონილთან ერთად 2001 და 2022 წლებში NBA-ს ჩემპიონობა ორჯერ მოიპოვა.

მედვედენკოს ქვეყანა ამჟამად ომს აწარმოებს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ და კალათბურთელმა გადაწყვიტა საჩემპიონო ბეჭდების გაყიდვის შედეგად აღებული 250 000 დოლარით აღადგინოს საბრძოლო პერიოდში დაზიანებული სპორტული სკოლები.

სტანისლავს საკუთარი ფონდი აქვს – FLY HIGH GOUNDATION, რომელიც იზრუნებს ამ ინფრასტრუქტურის აღდგენაზე.

Former NBA player Slava Medvedenko auctions championship rings for Ukraine | NBA.com