„რეალმა” ფრანკფურტის „აინტრახტს” 2:0 მოუგო და უეფას სუპერთასი მოიგო. ჯერ დავიდ ალაბამ გაიტანა, ხოლო შემდეგ ქარიმ ბენზემამ, რომელიც კლუბის ისტორიაში მეორე ბომბარდირი გახდა. ახლა ფრანგს მადრიდელთა მაისურით 324 გოლი აქვს გატანილი. მან გაუსწრო ლეგენდარულ რაულს, რომელმაც 1994-2010 წლებში 323-ჯერ შეაგდო. ბენზემაზე მეტი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს გატანილი — 451.

თავდამსხმელმა გასულ სეზონში 44-ჯერ გამოიჩინა თავი, რაც რეკორდი გახლდათ. „რეალის” მაისურით სულ პირველი გოლი მან 2009-10 წლების ჩემპიონატში „ხერესის” კარში შეაგდო. მას მერე ფრანგმა „თეთრებთან” ერთად ყველაფერი მოიგო, რის მოგებაც შეიძლებოდა.

სადღეისოდ ბენზემას 22 საკლუბო ჯილდო ამშვენებს: 4 ჩემპიონთა ლიგა, 4 კლუბთა მსოფლიო თასი, 4 ევროპის სუპერთასი, 4 ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული, 2 კოპა დელ რეი, და 4 ესპანეთის სუპერთასი.

მან ლა ლიგაში 219 შეხვედრა ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაში – 74, 21 ესპანეთის თასზე, 3 კლუბთა მსოფლიო თასზე და 5 ესპანეთის სუპერთასზე.

ქარიმ ბენზემამ ყველაზე მეტი გოლი (18) „ბილბაოს” გაუტანა, შემდეგ (15) „ვალენსიასა” და (14) „გრანადას”.