25 წლის ქართველი კალათბურთელი, ვილი ისიანი ამერიკიდან ევროპაში დაბრუნდა.

ჩრდილოეთ კაროლინას საუნივერსიტეტო გუნდის შემდეგ, ვილი ახლა უკვე ესპანურ „კასერესში“ ითამაშებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო ბლანკომ ახლწვეულის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

„ის სამიანებს შესანიშნავად ისვრის და ვფიქრობ, სწორედ ისეთი კალათბურთელია, რომელიც პარკეტზე სივრცეებს ქმინ, პარტნიორებს საქმეს უიოლებს და მთლიანად გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს“.

ტრანსფერის წარმატების დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა თავად ვილი ისიანმა:

„ბედნიერი ვარ, რომ ხუთი წლის შემდეგ ესპანეთში დავბრუნდი. კალათბურთი ჩემს ცხოვრებაში უდიდეს ადგილს იკავებს და საკუთარი თავისგან მუდამ საუკეთესოს ვითხოვ. მახარებს „კასერსესში“ ყოფნა, კარგი კლუბია და ჩემპიონშიპში ბრძოლა შეუძლია. ვფიქრობ, მწვრთნელი რობერტოსგან და სხვა თანაგუნდელებისგან ბევრს ვისწავლი. მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას და თავადაც, ცხადია მასიმუმს გავაკეთებ საერთო წარმატებისთვის,“ – თქვა ვილიმ.

წილი
წინა სტატიამოაშორეთ ეს კაცი!
შემდეგი სტატიაჰოლანდის ჩანთა
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.