Marko Arnautovic: Man Utd have £7.6m bid for former West Ham and Stoke forward rejected by Bologna | Transfer Centre News | Sky Sports„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს, შეტევის გასაძლიერებლად „ბოლონიისა“ და ავსტრიის ნაკრების 33 წლის თავდამსხმელის, მარკო არნაუტოვიჩის დამატება სურდა.

მანკუნიანელებმა ბოლონიელებს ავსტრიელის ტრანსფერში 8 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. „ეშმაკუნები“ თანხის გაზრდას აპირებდნენ, თუმცა ტრანსფერი სულ სხვა გარემოებამ ჩაშალა.

ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ „მანჩესტერის“ ფანებმა საპროტესტო ელექტრონული წერილები გააგზავნეს კლუბის ოფისში. ზოგიერთმა პირადად დირექტორს, რიჩარდ არნოლდსაც მისწერა.

მათი უკმაყოფილების მიზეზი არნაუტოვიჩის რასისტული გამოხტომები გახლდათ შარშანდელ ევროზე. მაშინ მოშუღარი ავსტრიელი, ავსტრია – ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის განმავლობაში მაკედონიელთა რიგებში მოთამაშე წარმოშობით ალბანელებს შეურაცხყოფას აყენებდა.

ყველაფერი კი მაკედონიური წარმოშობის ავსტრალიელი მაიკლ დამესკის „მანჩესტერისადმი“ კითხვას მოჰყვა: როგორ აფორმებთ კონტრაქტს ასეთ ადამიანთან, როცა კლუბის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება რასიზმთან აბსოლუტური შეუწყნარებლობააო.

EURO 2020: Austria's Marko Arnautovic banned for one game for insulting North Macedonian opponent | Euronews