მაშინ, როდესაც ფაბიან რუისი „ნაპოლიმ” სატრანსფერო ბაზარზე გასაყიდად გაიყვანა და როგორც ამბობენ მისი შეძენით „პარი სენ ჟერმენი” დააინტერესა, საფრანგეთის მეორე კლუბმა „მონაკომ” 26 წლის კამერუნელ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას დაადგა თვალი, თუმცა ნეაპოლელთაგან უარი მიიღო. „ნაპოლისა” და რუისის ხელშეკრულება ძალაშია 2023 წლის ივნისამდე. როგორც ამბობენ, მისი გაგრძელების შანსი არ არსებობს.
ანგისა კი ნეაპოლელებს გასაყიდად არ ემეტებათ. თავდამსხმელის კონტრაქტი 2026 წლამდეა. ის იტალიურმა კლუბმა ინგლისური „ფულემიდან” 2021 წელს 15,6 მილიონ ევროდ ჯერ იჯარით, შემდეგ კი სტაბილური კონტრაქტით გადაიბირა.
„ნაპოლი” მონკოელთა წინადადებას რომ დათანხმებოდა, ანგისასთვის ეს იქნებოდა საფრანგეთში დაბრუნება. ის „სტად რეიმსის” და „მარსელის” აკადემიების აღზრდილია.
ანგისამ „ნაპოლის” შემადგენლობაში 30 შეხვედრა ჩაატარა და ორი საგოლე პასი გადააწოდა. როგორც ხედავთ, კამერუნელს გოლი არ გაუტანია, რასაც იტალიურ მედიაში იმით ხსნიან, რომ ის ერთ ხანს ტრავმას მკურნალობდა, ზამთარში კი მთელი თვით აფრიკის ერთა თასზე სათამაშოდ გაემგზავრა.