„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავის, ლიონელ მესის გარემოცვამ  უარყო ინფორმაცია, თითქოს 35 წლის არგენტინელი „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ესაუბრება და გაისად კატალონიურ კლუბში დაბრუნებას აპირებს. ამ ამბავს მათ „აბსოლუტური სიყალბე“ უწოდეს.

მესი „ბარსელონას“ აკადემიაში 13 წლის მიიყვანეს. ჯამში, პირველი გუნდის შემადგენლობაში მან 776 მატჩი ჩაატარა, 670 ბურთი გაიტანა და 302 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ბარსელონას“ ის 2021 წლის ზაფხულში დაემშვიდობა თავისუფალი აგენტის სტატუსით. „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის ვადა კი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

Clermont vs. PSG result: Messi bicycle goal, Neymar's three assists lift  champs to 5-0 Ligue 1 opening win | Sporting News

წილი
წინა სტატიაერთმანეთს დაერივნენ
შემდეგი სტატიაოქროს მცირე შანსი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.