44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მერვე ტურში საქართველოს ორივე ნაკრებმა მოიგო.

ქალთა ნაკრები სომხეთს მოუგო – 3.5:0.5. საკუთარი პარტიები მოიგეს ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა, ხოლო სალომე მელია მეტოქეს დაუზავდა.

რვა ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებს 14 ქულა აქვს და მხოლოდ ინდოეთს (15) ჩამორჩება.

ინდოელები წუხელ უკრაინას დაუზავდნენ – 2:2. უკრაინას, პოლონეთის, ბულგარეთს, ყაზახეთსა და მონღოლეთს 13-13 ქულა აქვთ. მეცხრე ტურში ჩვენები უკრაინას ეთამაშებიან.

ვაჟთა ნაკრებმა კი ვენესუელას მშრალი ანგარიშით მოუგო – 4:0. ჩვენებიდან მიხეილ მჭედლიშვილმა, ლუკა პაიჭაძემ, ლევან ფანცულაიამ და თამაზ გელაშვილმა იმარჯვეს. 8 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 10 ქულით 34-ე ადგილზეა, მეცხრე ტურში კი, ფილიპინებს ეთამაშება.