ლებრონ ჯეიმს ორი არჩევანი აქვს – თუ იგი „ლეიკერსთან“ არსებულ ხელშეკრულებას 1 წელს დაამატებს, ასეთ შემთხვევაში 47 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო თუ კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს მისი ხელფასი ჯამში 97 მილიონს გაუტოლდება.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წესების მიხედვით ლებრონს 2023 წლის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე კონტრაქტის გახანგრძლივება 4 აგვისტოდან მოყოლებული ნებისმიერ დროს შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის ლებრონ ჯეიმს „ლეიკერსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, რის საფუძველზეც 2022 – 2023 წლების სეზონში იგი 44,5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.