„ლესტერი,“ დიდი ალბათობით, „ბენფიკას“ მეკარეს, ოდისეას ვლახოდიმოსს გადაიბირებს. „მელიები“ 28 წლის ბერძენ კარის დარაჯში კასპერ შმეიხელის შემცვლელს ხედავენ. 11-წლიანი ლესტერული კარიერის შემდეგ ხომ, დანიელი ფრანგულ „ნიცაში“ გადავიდა.

ვლახოდიმოსი ლესტერშირელთა მათავარი სატრანსფერო სამიზნეა. თუმცა, თუ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა, ისინი „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას ალექს მერეტის თაობაზე დაელაპარაკებიან.

გასულ სეზონში ვლახოდიმოსმა „ბენფიკას“ მაისურით ჯამში 48 შეხვედრაში ითამაშა და 51 გოლი გაუშვა. 18 მატჩში კი კარი „მშრალად“ შეინახა.

Atletico Madrid monitoring Benfica keeper Vlachodimos amid fears Oblak will make Premier League transfer | Goal.com