Xavi meets new Barcelona signing Robert Lewandowski in Miami! | Video |  Watch TV Show | Sky Sports„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი, გუნდის ახალწვეულ რობერტ ლევანდოვსკიზე ესაუბრა ჟურნალისტებს.

„მართალია რობერტმა „ნიუ-იორკთან“ თავი ვერ გამოიჩინა, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. ვარჯიშებზე მას საკმაოდ ბევრი ბურთი გააქვს და ეს მაიმედებს.

ასევე იყვნენ ლუის სუარესი და ფერნან ტორესი, როცა გუნდში მოვიდნენ, მაგრამ მალევე აუღეს ალღო „ბარსელონას“ სტილს. ასე იქნება რობერტიც“, – ამბობს ჩავი.

„ბარსელონას“ „ნიუ-იორკთან“ 30 ივლისის ამხანაგური მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა – 2:0. გოლები უსმან დემბელემ და მემფის დეპაიმ გაიტანეს. ლევანდოვსკიმ მინდორზე 73 წუთი დაჰყო.