მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობას ექვსი ქვეყანა აპირებს. თუმცა, ეს ექვსეული ორ ჯგუფად არის გაყოფილი: ევროპიდან მონდიალის ერთობლივად ჩატარება ესპანეთსა და პორტუგალიას სურთ, სამხრეთ ამერიკიდან კი – ურუგვაის, არგენტინას, ჩილესა და პარაგვაის. ესპანეთს (1982 წელს) მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამოცდილება აქვს, პორტუგალიას კი, მსოფლიოს უდიდესი ფორუმისთვის არასდროს უმასპინძლია.
ამ სამხრეთ ამერიკული ქვეყნებიდან ერთადერთი პარაგვაი იქნება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი არ ჩატარებულა, დანარჩენებს კი სტუმრები სხვადასხვა დროს მიუღიათ: ურუგვაის (1930), ჩილეს (1962) და არგენტინას (1978).
მსოფლიო პირველი ჩემპიონატი, მოგეხსენებათ, 1930 წელს ურუგვაიში ჩატარდა და თუ 2030 წლის მონდიალის გამართვა სამხრეთ ამერიკაში გადაწყდა, ურუგვაი ზუსტად 100 წლის იუბილეზე მასპინძელი მეორედ გახდება.