Cristiano Ronaldo left Old Trafford before the end of Manchester United's draw against Rayo Vallecano
რონალდუმ სტადიონი თამაშის დამთავრებამდე დატოვა

კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნება ასეთი გამოვიდა: ის შესვენებისას შეცვალეს, ხოლო მის ნაცვლად შესულმა 20 წლის კოტ დ’ივუარელმა ადამ დიალომ სამ წუთში გოლი გაიტანა. „იუნაიტედისა” და „რაიო ვალეკანოს” ამხანაგური თამაში 1:1 დამთავრდა.

37 წლის ვარსკვლავი მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა სხვა კლუბში გადასულიყო, მანკუნიანელთა წვრთნებს კი ოჯახური პრობლემების მომიზეზებით აცდენდა. საბოლოოდ, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს დაბრუნება და ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა მაინც მოუხდა. თან, ეს მოხდა შეხვედრაში, სადაც ახალმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ბევრი ისეთი ფეხბურთელი ათამაშა, რომელთაც რონალდო მამად ეკუთვნის. ასეთი გახლდათ ჰოლანდიელი თავკაცის გადაწყვეტილება შაბათს „ატლეტიკოსთან” 0:1 დამარცხების შემდეგ.

პირველ ტაიმში, როდესაც გუნდებმა სულის მოსათქმელი წუთშესვენების დროს სათადარიგოთა სკამებთან მიირბინეს, ტენ ჰაგმა გუნდს ტაქტიკური ხასიათის მითითებები მისცა. მის სიტყვებს რომ ისმენდა, რონალდუ მხრებს იჩეჩავდა, ერთ მომენტში კი ხელები სახეზე შემოირტყა.

პორტუგალიელმა უხეიროდ ითამაშა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შესვენებისას შეცვალეს. შეცვლაზე შესულმა დიალომ მალე გოლიც გაიტანა.

მადრიდელთაგან ანგარიში ალვარო გარსიამ გაქვითა.

რონალდუმ სტადიონი თამაშის დამთავრებამდე დატოვა.

Cristiano Ronaldo covers his face during a talk with Ten Hag