პარასკევს, 29 ივლისს კომპანია ‘Askaneli Winery ” ს ცენტრალურ ოფისში გაიმართა საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაციის 2022 წლის შემოდგომის ტურნირების პრეზენტაცია და პარტნიორ კომპანიებთან, Askaneli Winery და Reforma Construction Management თანამშრომლობის მემორანდუმების ხელმოწერის ცერემონია.

ფედერაციის პრეზიდენტი,  ზურაბ ბოქოლიშვილი – 15-16 ოქტომბერს, Ambassadori Kachreti Golf Resort ში გაიმართება რიგით მეოთხე, საერთაშორისო სამოყვარულო ტურნირი Askaneli Taste and Play, რომელიც დამსახურებულად იქცა სამოყვარულო ტურნირების ორგანიზების “ოქროს სტანდარტად” და სულ უფრო მეტ მონაწილეს იზიდავს, ასევე 10, 24 სექტემბერს და 3 ოქტომბერს გაიმართება უნიკალური, Golf 4Business “სასწავლო” ტურნირების სერია, რომლის მიზანიც გოლფის პოპულარიზაცია და ბიზნეს სამყაროსთან მჭიდრო კოოპერაციის დამყარებაა.

“Askaneli Winery” ს დამფუძნებელმა, გოჩა ჩხაიძემ აღნიშნა გოლფის და ელიტური სასმელების მწარმოებელი კომპანიის ღირებულებების თანხვედრა, გოლფის საშუალებით საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის პერსპექტივა და გლობალური ტურნირების ორგანიზების გზით ზოგადად ქართული ბიზნესის გაძლიერების შესაძლებლობა.

მსოფლიოს ყველა ქვეყანა ცდილობს განავითაროს გოლფის ინფრასტრუქტურა, მოიზიდოს ყველაზე გადახდისუნარიანი ტურისტი, შექმნას “ცხოვრების ხარისხის” ამაღლებაზე ორიენტირებული გარემო, Reforma Construction Management მზადაა თავის წვლილი შეიტანოს საქართველოს სამოყვარულო გოლფის განვითარებაში და ქვეყნის, როგორც სპორტული და აქტიური ტურიზმის მიმზიდველ მიმართულებად პოზიციონირებაში, განაცხადა Reforma Construction Management ს დამფუძნებელმა გეგი ქელბაქიანმა.

საქართველოს 3 გზის ჩემპიონმა, თამარ ბეციაშვილმა ხაზი გაუსვა ფედერაციის მიერ ორგანიზებული ივენთების უმაღლეს დონეს და იმედი გამოთქვა, რომ ახალი, ყველაზე ინოვაციური და სამაგალითო კომპანიების პარტნიორობით კიდევ უფრო ამაღლდება ქართული სამოყვარულო გოლფის დონე და საერთაშორისო წარმატების პერსპექტივა.

საღამოს ესწრებოდნენ სამოყვარულო გოლფის, ბიზნეს სამყაროს და მედიის წარმომადგენლები.

წილი
წინა სტატიაინგლისი ევროპის ცაზე…
შემდეგი სტატიასპალეტი: კვარაცხელიას არ გაუმართლა, თორემ კარგი იყო
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...