Manu Ginobili Reportedly Headlines 2022 Basketball Hall Of Fame Classდიდი არგენტინელი მანუ ჯინობილი, შედეგების შესაბამისად, NBA-ს ისტორიაში საუკეთესო ყოფილა. მან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ჩატარებული მატჩების 72,1 პროცენტი მოიგო, რაც საუკეთესო შედეგია იმ კალათბურთელთა შორის, რომელთაც ლიგაში მინიმუმ 100 ან მეტი მატჩი აქვთ გამართული.

ჯონობილი „სან-ანტონიოსთან“ ერთად ოთხჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი (2003, 2005, 2007, 2014 წლებში) და ორჯერ იყო ყველა ვარსკვლავის მატჩი მონაწილე.

სათქმელია, რომ 10 სექტემბერს მანუს ჯეიმს ნეისმიტის სახელობის კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანენ.

საინტერესოა ისიც, რომ NBA-ს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით NBA-ში გატარებული 14 სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტი ბურთი ფარსქვემოდან ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ გამთამაშებელ რასელ ვესტბრუკს აქვს გაფუჭებული – 2898. ნუ გაიკვირვებთ და, მეორე და მესამე ადგილზეც ლეიკერსელები არინ – ლებრონ ჯეიმსი (2617) და კარმელო ენტონი (2563). ამათ კი ლიგაში უკვე 19 სეზონი აქვთ გატარებული.