ევროტურნირებზე ფიასკოს შემდეგ თბილისის „დინამო“ კაპიტანმა გიორგი პაპავამაც დატოვა. 29 წლის ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
„დინამო“ ჩემთვის ოჯახია, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. აქ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად და მუდამ „დინამოს” გულშემატკივრად დავრჩები. კაპიტნად ამირჩიეს. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი იყო, რადგან „დინამო“ უდიდესი კლუბია, სადაც უამრავ ლეგენდას უთამაშია”.
„დინამოში“ მართლაც ბევრ ლეგენდას უთამაშია, მაგრამ ახლა რა ხდება? გუნდი ესტონურ უსახელო „პაიდესთან“ აგებს და ევროტურნირებს ასევე უსახელოდ ეთიშება. პაპავამდე კლუბი მეკარე პრიეტომ და ცენტრალურმა მცველმა ბენიომ დატოვეს, რამდენიმე დღის წინ კი რომან ფიფიამ კლუბის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და როგორ თავად თქვა, პოტენციურ მყიდველებს რამდენჯერმე შეხვდა…