დანიელმა ვარსკვლავმა კრისტიან ერიკსენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ემბლემის გულისთვის კი არა, არამედ ფეხბურთის სათამაშოდ მივიდა.
„მანჩესტერში გადასვლის გადაწყვეტილება ახალ მთავარ მწვრთნელთან, ერიკ ტენ ჰაგთან საუბრის შემდეგ მივიღე. მისი სტილი და იდეები ძალიან ახლოა ჩემსასთან. გაიხსენეთ ნიდერლანდელის „აიაქსი“ როგორ შემტევ ფეხბურთს თამაშობდა.
„მანჩესტერში“ ემბლემის გულისთვის არ გადავსულვარ. იქ ფეხბურთის სათამაშოდ მივედი. ფეხბურთისა, რომელიც მე მიყვარს“, – დასძენს 30 წლის დანიელი.