„ლივერპული“ ამჟამად ავსტრიაშია და ოთხშაბათს ამხანაგურ მატჩში შეხვდება „ზალცბურგს“. მანამდე კი ფეხბურთელებმა თევზაობაც მოასწრეს, ზორბა თევზებიც დაიჭირეს და მერე საგმირო ფოტოები სოციალურ ქსელებშიც გამოაქვეყნეს.
ახალწვეულმა დარვინ ნუნიესმა, რომელმაც წინა დღეებში იმავე „ზალცბურგს“ ოთხი გოლი გაუტანა, ამბობდა ყველაზე დიდი ჩემი თევზიაო, რაზედაც მეკარე ალისონმა მიუგო: აბა, ჩემსას შეხედეო.
მოკლედ ერთობიან. მათთან ერთად იყვნენ რობერტო ფირმინო, კოსტას ციმიკასი და ლუის დიასი.