საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სლოვენიის დაბა როგლაში ჩავიდა, სადაც 10-დღიან შეკრებას გაივლის.

ილიას ზუროსის გუნდი ევრობასკეტსთვისა და მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

მოსამზადებელ პერიოდში ჩვენები 7 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ: 4 აგვისტოს საქართველოს ნაკრები უნგრეთში გადაინაცვლებს, სადაც 5 და 6 აგვისტოს მასპინძლებთან ორჯერ ითამაშებს; უნგრეთიდან ნაკრები თბილისში დაბრუნდება, სადაც 11 და 13 აგვისტოს ისრაელის ნაკრებს გაეჯიბრება; ხოლო 15 აგვისტოს საბერძნეთში გადაინაცვლებს, სადაც ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირი – „აკროპოლისის თასი“ გაიმართება, რომელიც საქართველოს ერთხელ უკვე მოგებული აქვს. ათენში ჩვენთან და ბერძნებთან ერთად თურქეთისა და პოლონეთის ნაკრებებიც იქნებიან.

შეიძლება იყოს 5 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებაამხანაგურების სერია სწორედ ათენში დამთავრდება, 24 აგვისტოს კი მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე და დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება. ჩვენები თბილისში ნიდერლანდებს უმასპინძლებენ, ხოლო 27-ში იტალიას ბრეშაში ესტუმრებიან.

1 სექტემბერს უკვე ევროპირველობაც იწყება, რომლის ერთ-ერთი თანამასპინძელი თბილისი გახლავთ. საქართველოს ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ჩერნოგორიისა და ბულგარეთის ეროვნული გუნდები ეწვევიან.

ილიას ზუროსს ამ ყველაფერისთვის შერჩეული 18-კაციანი შემადგენლობა ჰყავს:

სლოვენიაში არ არიან გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. ორივე NBA-ში მოთამაშე კალათბურთელებია. ოკეანისგაღმელებს კი, სანაკრებოდ ახალი რეგულაციები აქვთ და  ფრენისა და მატჩის დღეების გამოკლებით, კალათბურთელებისთვის ნაკრებში ყოფნის პერიოდად 28 დღე აქვთ გაწერილი. აქედან გამოდინარე, მამუკელაშვილს ჩვენს ნაკრებში ვარჯიშების დაწყების ნებართა 4 აგვისტოდან აქვს და გუნდს უკვე უნგრეთში შეუერთდება.

რაც შეეხბა ბითაძეს, მას მუხლის ტრავმა აქვს. ტრამვის რეციდივის ალბათობის გამოსარიცხად, შემოწმება კლუბის ექიმებსაც სურთ და ბითაძე როგლას ნაცვლად ინდიანაში ჩავა, სადაც სამედიცინო გამოკვლევას გაივლის. ინდიანაშივე გადაწყვეტენ, რა სახის მკურნალობა დაუნიშნონ და როდის შეუდგეს ვარჯიშს. აქედან გამომდინარე, ჯერ უცნობია როდის დაბრუნდება ის პარკეტზე. თუმცა, როგორც კი მწყობრში ჩადგება, საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

ნაკრები სლოვენიურ შეკრებაზე ამ შემადგენლობით ჩავიდა:

ლუკა მაზიაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, ბექა ბექაური, გივი ბაქრაძე, ილია ლონდარიძე.

May be an image of 2 people, people playing sports and indoor