Erik Ten Hag Bans Alcohol Before Games As Dutch Manager Sets 5 Strict Rules  for Manchester United Players ▷ SportsBrief.comთუ ერიკ ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილს დააკავებინებს, პრემიალურ 3 მილიონ გირვანქას მიიღებს. ერთი შეხედვით დიდი ბონუსია, არა? არადა, ეს თანხა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც „იუნაიტედი” დაკარგავს, თუკი ევროპის მთავარ საკლუბო შეჯიბრებაში ზედიზედ მეორედ ვერ მიიღებს მონაწილეობას. კლუბი 90-მილიონიანი „შავი ხვრელის” საშიშროების წინაშე დგას.

ტენ ჰაგის წლიური ხელფასი გახლავთ 9 მილიონი გირვანქა, რაც „მანჩესტერ სიტის” თავკაცის პეპ გვარდიოლას გასამრჯელოს ნახევარია. მეორე მხრივ, ჰოლანდიელს ხელშეკრულებაში იმდენი სავარაუდო ბონუსი უწერია, რომ თუ ყველაფერი კარგად აეწყო, სეზონის ბოლოს ბანკის გზას სულ სიცილ-ხარხარით დაადგება.

მეორე მხრივ, თუ „იუნაიტედი” ოთხეულში ვერ შევა, სპონსორი „ადიდასი” 25 მილიონ გირვანქას ჩამოაჭრის — შეთანხმების თანახმად სპორტული ტანსაცმლის გერმანული ფირმა კლუბს სეზონში 75 მილიონს აძლევს. თანამშრომლობა ათწლიანია.

დაფინანსებას შეამცირებს Team Viewer-იც, რომელიც მანჩესტერელებს წელიწადში 47 მილიონს აძლევს, მაგრამ კონტრაქტში უწერია, რომ ცუდი შედეგის შემთხვევაში თანხას დააკლებს.

არსებობენ სხვა, მეორეხარისხოვანი სპონსორებიც. ცხადია, ცუდი შედეგების შემთხვევაში საფულეებს ისინიც დაკეტავენ. ამას დაამატეთ სატელევიზიო შემოსავალი, საპრიზო ფონდი და ბილეთების გაყიდვა.

უფულობა კი სატრანსფერო ბაზარს ურტყამს. იმის გამო, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილი ვერ მოიპოვა, ამ ზაფხულს კლუბს „ბარსელონადან” ფრენკი დე იონგის გადაბირება უკვე გაუჯანჯლდა და კრიშტიანუ რონალდუც გაქცევაზეა — პორტუგალიელის წასვლა კლუბს ექვსნიშნა ზარალს მოუტანს. მარტო ის რად ღირს, ქომაგებს კრიშტიანუს ახალ შვიდნომრიან მაისურს რომ ვერ გამოუტანენ დახლებზე.