De Xea yozda "PSJ"ga o'tadimi?„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ, დავიდ დე ხეამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ კარიერის ბოლომდე კლუბში დარჩეს და ინატრა, რომ ამ დროის განმავლობაში, ტიტულსაც მოიგებს…

„მსურს, რომ კარიერა მანჩესტერში დავასრულო, ცხადია, კლუბს თუ საწინააღმდეგო არაფერი ექნება… აქ თამაშით ბედნიერი ვარ და კარსაც იმდენ ხანს დავიცავ, ვიდრე კლუბს დავჭირდები. იმედია, წასვლამდე რამე ტიტულს მოვიგებთ“, – თქვა დე ხეამ და განაგრძო, – „ამ თემაზე საუბარი არ მსურს. მხოლოდ „მანჩესტერზე“ ვფიქრობ. ეს ჩემი სახლია. „მანჩესტერში“ თამაში პრივილეგია და პატივია. აქ გადმოსვლით ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი  გადაწყვეტილება მივიღე“.

დავიდ დე ხეას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ არსებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში გასდის, ახალზე კი მოლაპარაკება ჯერ არ დაწყებულა.