Sadio Mane crowned Africa's best player at 2019 CAF Awardsაფრიკაში ორგზის ზეობის შემდეგ მო სალაჰი სადიო მანემ ჩაანაცვლა – წლეულს კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული სწორედ „ბაიერნის“ ახალწვეულმა თავდამსხმელმა ირგუნა.

ესეც, ასე: მანე-სალაჰი 3:0… და რას ნიშნავს 3:0?

საქმე ისაა, რომ მანემ ამ სეზონში მესამედ აჯობა სალაჰს. პირველად მანეს სენეგალმა სალაჰის ეგვიპტეს აფრიკის თასის ფინალში სძლია, მეორედ კი სენეგალმა ეგვიპტეს მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელ ფლეი-ოფში დაამარცხა და აქაც მანეს გუნდმა იმარჯვა. ახლა, მანე მესამედ მოუგო ყოფილ თანაკლუბელს, სადაც იურგენ კლოპის თამადობით ერთად აზანზარებდნენ საფეხბურთო სამყაროს.

ვთქვათ ისიც, რომ აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული 4-4 ჯერ მოუგიათ სამუელ ეტოოსა და იაია ტურეს. 3-3-ჯერ ჟორჟ ვეას და აბედი პელეს, 2-2 ჯერ დიდიე დროგბას, როჟე მილას, სალაჰს, ნვანკვო კანუს, ელ-ჰაჯი დიუფმსა და აგერ, ახლა მანეც მეორედ გახდა აფრიკელთა რჩეული.