„ვალენსიას” იტალიელმა თავკაცმა ჯენარო გატუზომ შვეიცარიაში შეკრებაზე მყოფი მთელი გუნდი რესტორანში დაპატიჟა. მარტო ფეხბურთელები კი არა, ყველა, ვინც სეზონისწინა მზადებაში მონაწილეობს. რესტორანი სახელწოდებით „კონსტანცის ტბა” მისთვის ჯერ კიდევ „სიონში” თამაშის დროიდან იყო ცნობილი. სიტყვა დაპატიჟას კი ერთადერთი მნიშვნელობა აქვს — ფული თავისი ჯიბიდან გადაიხადა.
„ღამურებმა” შეკრებაზე ჯერჯერობით ორი ამხანაგური შეხვედრა გამართეს და ორივე მოიგეს. თავიდან მათ 3:1 აჯობეს „დორტმუნდს”. ამ მატჩში გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა. შემდეგ „ჩეებმა” 2:0 სძლიეს „სენტ გალენს” და აქ გატუზომ გადაწყვიტა, რომ განმუხტვისათვის შესაფერისი მომენტი იდგა.
შემდეგი შეხვედრა „ვალენსიას” შაბათს „შტუტგარტთან” ელის.