1. FC Köln - Wikipediaგერმანული „კიოლნის“ ხელმძღვანელობამ უეფას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც ბელარუსული კლუბების ევროთასებიდან მოკვეთას სთხოვს. ეს ამბავი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია.

„კიოლნმა“ ასეთი ინიციატივა იმიტომ გამოიჩინა, რომ კონფერენციის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პოტენციურად შეიძლება ბატეს, „გომელს,“ სოლიგორსკის „შახტიორს“ ან მინსკის „დინამოს“ შეხვდეს.

„თხებმა“ ანალოგიური შეტყობინება გერმანიის საფეხბურთო კავშირსაც აახლეს. ამ დღეებში კი სხვა კლუბებს უკავშირდებიან და მათაც სთხოვენ არ ეთამაშონ ბელარუსებს ევროთასებზე.