დიეგო სიმეონეს ვაჟი, „ვერონას“ შემტევი ჯოვანი სიმეონე „ნაპოლის“ მთავარი სატრანსფერო მიზანია.

ნეაპოლელებმა ფეხბურთელთან უკვე შეათანხმეს კონტრაქტის პირობები. ახლა კი „ვერონასთან“ საუბრობენ. საქმე ეხება ერთწლიან იჯარას გამოსყიდვის პერსპექტივით.

წინა სეზონში 26 წლის ჯოვანი „ვერონას“ საუკეთესო მეგოლე გახდა სერია A-ში. მან 17 ბურთი გაიტანა და ჯამში ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილი დაიკავა ჩირო იმობილეს („ლაციო“ – 27 გოლი), დუშან ვლაჰოვიჩისა („იუვენტუსი“ – 24) და ლაუტარო მარტინესის („ინტერი“ – 21) შემდეგ.

ასე რომ, მალე სიმეონე შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს.

Giovanni Simeone shines in Calcio and could emigrate to one of the most  important clubs in Italy - Paudal