ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ვარსკვლავი დევიდ ბექემი მეუღლესთან, ვიქტორია ადამსთან ერთად იტალიაში, ზღვისპირა ქალაქ ამალფიში ისვენებს. დევიდს ახალი იახტა შეუძენია. ის არ არის ძალიან მდიდრული, თუმცა ბექზს თავად მიუღია მშენებლობაში მონაწილეობა და ამით ძალიან ამაყობს.

წინა დღეს კი ბექემები ზღვის პროდუქტების რესტორანში სარა ფერგიუსონს შეხვედრიან.

მოგეხსენებათ, სარა იორკის ჰერცოგინიაა. მწერალი, ფილანტროპი, საზოგადო მოღვაწე, კინოპროდიუსერი და ტელეწამყვანი. ელისაბედ II-ისა და ედინბურგის ჰერცოგის პრინც ფილიპის მეორე ვაჟის, იორკის ჰერცოგის, პრინც ენდრიუს ყოფილი ცოლი.

ისინი მყის მოექცნენ ჟურნალისტების თვალთახედვაში. სარას მეტსახელად ფერგის ეძახიან და იხუმრეს კიდეც – ბექზი ისევ შეხვდა ფერგისო (ალექს ფერგიუსონი იგულისხმება).

62 წლის სარასთან თურმე განსაკუთრებით ვიქტორია მეგობრობს. 2017 წელს ჰერცოგინიას ბუკინგემის სასახლეში, ბექემების ქალიშვილის, ჰარპერის დაბადებიდან მეექვსე დღეს დიდი წვეულება გაუმართავს.

Former footie ace David Beckham ran into Fergie