შეიძლება იყოს 1 ადამიანი, შენობაში და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „+ JUDO P“-(ი)ს გამოსახულება
ბექა ღვინიაშვილი

ზაგრების გრან პრის მესამე დღეს ტატამზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ოთხივეს მედლის შანსი ჰქონდა.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი ირგუნა. ბექა საჩემპიონო გზას ჩეხი დავიდ კლამერტის ძლევით შეუყვა, რომელსაც ბერძენი თეოდოროს ცელიდისი, ფრანგი ფრანსის დამიესა და იაპონელი კენტა ნაგასავა მიყოლა. ღვინიაშვილმა ფინალში ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო დაამარცხა და ზაგრებში ქართული ჰიმნი ააჟღერა.
შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი, სტადიონი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „RAND PRIX REB CROATIA 3“-(ი)ს გამოსახულება
ილია სულამანიძე

ოქროსთვის იჭიდავა 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემაც, ვინც ხორვატი მარკო კუმრიჩის, ესტონელი გრიგორი მინასკინის, ყაზახი ნურლიხან შახრანისა და პოლონელი პიოტრ კუჩერა აჯობა და ფინალში ნიდერლანდელ მიქაელ კორელს შეხვდა. ჩვენებურმა დამატებით დროში ვაზარით წააგო.

მძიმე წონაში გელა ზაალიშვილმა სამ მეტოქეს მოუგო და ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც ნიდერლანდელ იური სპიკერსთან დამარცხდა. გელას ბრინჯაოს მედლისთვის უშანგი კოკაურთან უნდა ეჭიდავა, მაგრამ სპიკერსთან ბრძოლის დროს არასწორი ილეთის გამო მოიხსნა და საჭიდაოდ არც მესამე ადგილისთვის დაუშვეს.
ქალთა მძიმე წონაში სოფიო სომხიშვილიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა. სოფომ ხორვატ ტინა რადიჩს აჯობა, რის შემდეგაც ფრანგ ლეა ფონტენთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო. იქ თურქი სებილე აკბულუტი დაამარცხა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის მონღოლ ადიასურენ ამარსაიხანთან დამატებით დროში სამი გაფრთხილებით წააგო.