No description available.No description available.მიუნხენის „ბაიერნმა“ დაადასტურა, რომ რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონაში“ გაუშვა…

„დიახ, ბარსელონელებისგან მივიღეთ ჩვენთვის საკმაოდ ხელსაყრელი სატრანსფერო წინადადება და რობერტს წასვლის უფლება მივეცით. ბოლო დროს ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ სატრანსფერო ბაზარზე, რის დასტურადაც ახლახან სადიო მანეს დამატებაც გამოდგება, ის ხომ მსოფლიო კლასის თავდამსხმელია“, – უთხრა გერმანელ ჟურნალისტებს ოლივერ კანმა, „ბაიერნის“ გენდირექტორმა.

რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ „ბარსელონა“ „ბაიერნს“ 50 მილიონ ევროს გადაუხდის, ფეხბურთელს კი კონტრაქტს 2025 წლამდე გაუფორმებს.

პოლონელი შემტევი ახალ გუნდს მაიამიში შეუერთდება და სამედიცინო შემოწმებასაც იქვე გაივლის.

„აუცილებლად დავბრუნდები და კლუბის ყველა თანამშრომელს დავემშვიდობები. მიუნხენში რვა დიდებული წელიწადი გავატარე, რასაც მომავალში დიდი სიამოვნებით გავიხსენებ. ახლა ახალ კლუბში მივდივარ, თუმც შეკრების შემდეგ უკან დავბრუნდები და ყველას ისე დავემშვიდობები, როგორც საჭიროა, რაღაც-რაღაცეები ორგანიზებაც მომიწევს“, – თქვა მიუნხენიდან მაიამიში გამგზავრების წინ რობერტ ლევანდოვსკიმ, ვინც „ბაიერნში“ ჩატარებულ 253 მატჩში 238 გოლი გაიტანა.

Barcelona: FC Barcelona to get its ace as Bayern agrees to release Robert  Lewandowski | Marca