შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ადამიანები თამაშობენ ფეხცურთს, შენობის გარეთ და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „e, Anywhere demi.al“-(ი)ს გამოსახულებათბილისის „საბურთალო“ მეოთხე ქართული გუნდია, რომელმაც შინ წაგებული მატჩის შემდეგ ევროტურნირებზე ბრძოლა გააგრძელეა. აქამდე ეს თბილისის „ამერს“ (ბანანცთან), გორის „დილას“ (ანორთოსისთან) და „ბათუმს“ (ბატესთან) მოეხერხებინა.
კონფერენციის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალომ“ შინ 0:1 წააგო ალბანურ „პარტიზანთან“, მაგრამ სტუმრად გიორგი გულიაშვილის გოლით იგივე ანგარიშით მოიგო და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. იქ კი, საბურთალოელები უკეთესნი იყვნენ და შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ.
იგივეს გაკეთებასთან ახლოს იყო თბილისის „დინამოც“, რომელმაც ესტონურ „პაიდეს“ შინ წაგებული (2:3) მატჩი შეუტრიალა და სხირტლაძის გოლით თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. მეტიც, ანტილევსკის გოლით „დინამომ“ კიდევ უფრო სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ დამატებითი დროის ამოწურვამდე 4 წუთით ადრე პენალტიდან გაუშვა და ბედი აქაც პენალტების სერიამ გადაწყვიტა. აქ უკვე ესტონელებმა უკეთ დაარტყეს და შემდეგ ეტაპზეც გავიდნენ.
გორის „დილამ“ კი საკუთარ მოედანზე ფინურ კუპს-ს 0:2 წაგებული მატჩი ვერ შეუტრიალა, ფრედ, 0:0 ითამაშა და ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე სკანდინავიური გუნდი გავიდა.
მოკლედ, კონფერენციის ლიგის შემდეგ ეტაპზე „საბურთლო“ და „ბათუმი“ (ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წაგების შემდეგ) გავიდნენ. „ბათუმი“ პოლონურ „ლეხს“ შეხვდება, „საბურთალო“ რუმინულ „სტიაუას“. მატჩები 21 და 28 ივლისი გაიმართება.
No description available.