ATP რეიტინგში 1997 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ჩოგბურთის შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი მის მიღმა დარჩა.

საქმე ის არის, რომ „მხიარულ როჯერს“ შარშანდელი უიმბლდონის შემდეგ არ უთამაშია და რეიტინგიდან ავტომატურად ამოვარდა.

John McEnroe pays tribute to 'the most beautiful player' Roger Federer

ფედერერი რეიტინგში პირველად 1997 წლის სექტემბერში, 16 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა 803-ე ჩოგანი იყო. თუმცა, ფედერერი დანებებას არ აპირებს და იმედოვნებს, რომ გამოჯანმრთელებას ოქტომბრამდე მოასწრებს და კორტს მშობლიური ბაზელის ღია პირველობისთვის დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ფედერერს კარიერაში 20 „დიდი მუზარადი“ აქვს მოგებული, რითაც მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩსა (21) და რაფაელ ნადალს (22) ჩამორჩება.