„იმ უიღბლობის შემდეგ, რაც მე და ქართულ ფეხბურთს შეგვემთხვა, საქართველოში პირველად ვარ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მინდა, ჩემი სიყვარული კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ“, – როგორ ფიქრობთ, ვისი სიტყვებია?

დიახ, ვლადიმირ ვაისის, ვისი ხელმძღვანელობითაც საქართველომ თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო და ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა. წააგო, სწორედ მწვრთნელის უაზრო გადაწყვეტილებები გამო და აგერ, ახლა ამბობს, რომ „უიღბლობა, რაც ქართულ ფეხბურთს შეემთხვაო“.

ვისურვოთ, იგივე შემთვეოდეს მას და მის „სლოვანს“ „ბათუმთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისას და იგივე ეთქვას ვაისს შეხვედრის დამთვარების შემდეგაც.

„ბათუმთან“ მატჩის წინ კი ვაისმა სხვა ეს თქვა:

„ჩემთან ერთად ბათუმში გიორგი ჩაკვეტაძე, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია არიან. ჩაკვეტაძე ნამდვილი ტალანტია, თუმცა მას გარკვეული პერიოდი გაუცდა, რამაც ბუნებრივია, მის ფიზიკურ კონდიციებზე გავლენა იქონია. მე მას თვალს ყოველთვის ვადევნებდი და ვხედავდი, რომ სათამაშო პრაქტიკა აკლდა. ის ახლა ჩვენი ფეხბურთელია, რაც ძალიან მახარებს. მისთვის მთავარი სწორედ პრაქტიკაა და ხელშეწყობა სჭირდება.

„ბათუმში“ აქამდეც ვყოფილვარ, ბოლოს აქ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ვიყავი. ეს ქალაქი საოცარია. იმ პერიოდის შემდეგ, ბათუმში დიდი სამუშაო გასწიეს და ამ დონემდე მივიდნენ.  ველოდები, რომ რთული მატჩი იქნება და ამ ყველაფერს ადგილობრივი ქომაგები გაართულებენ.  მაქვს მოლოდინი, რომ აქ მატჩის სცენარი სხვანაირად წარიმართება. ვალდებულები ვართ, რომ მეტოქეს ჩვენი თამაში დავუპირისპიროთ განსხვავებით ბრატისლავაში გამართული მატჩისგან.

ვაისმა პრესკონფერენციაზე გურამ კაშია იახლა: „მართალი გითხრათ, „ბათუმთან“ მეტოქეობა არ მსიამოვნებს. ჩემი, ჯაბას და გიორგის განწყობა უცნაურია. როცა მატჩი დაიწყება, ჩემი გუნდის ინტერესების დაცვა მომიწევს, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ „სლოვანმა“ წარმატებას მიაღწიოს. აქ საოცარი ატმოსფეროა. ამ სტადიონზე, ბოლოს, შვედეთის წიანაღმდეგ ვითამაშე და გულშემატკივარი ნამდვილად დაგვეხმარა. იგივე შემიძლია ვთქვა ბათუმელ გულშემატკივარზეც – ისინი გამორჩეულები არიან.

გია გეგუჩაძე - მაშინ ვისჯებით, როდესაც საკუთარ თამაშს ვღალატობთ #1TVSPORT - 1TVპირველ მატჩში „ბათუმმა“ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც დიდი ენერგია დახარჯეს და სწორი ფეხბურთი ითამაშეს. განმეორებით შეხვედრაში ვეცდებით, რომ მომენტები შევქმნათ და გოლი გავიტანოთ. სწორედ გოლი დაგვაკლდა პირველ შეხვედრაში. გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობა იმედისმომცემია. ეს რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. მაშინ გავიფიქრე, რომ ძველი ჩაკვეტაძე ბრუნდებოდა. აქ მე და ჯაბა ვართ და მას არაფერი გაუჭირდება. დარწმუნებული ვარ, თუ ისე იშრომებს, რასაც ბოლო 2 კვირაში ვხედავ, ძველებურ გიორგის ისევ ვიხილავთ”.

ჩვენების თავკაც გია გეგუჩაძეს ბევრი არ ულაპარაკია:

„ მნიშვნელოვან მატჩებს მცირე მღელვარება სულ თან ახლავს, მაგრამ მოედანზე ფეხბურთელებს ეს გადაუვლით. ბუნებრივი მდგომარეობაა, რაც დიდ ფეხბურთელებსაც ჰქონიათ.

ზარია გუნდთან ერთად სულ 2 დღეა ვარჯიშობს. სხვა ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა. გაფრინდაშვილი პოლონურ „ზაგლებიეში“ გადავიდა და „სლოვანთან“, ცხადია, ვერ ითამაშებს, ხოლო მამუკა კობახიძე დისკვალიფიცირებულია, ის ხომ პირველი მატჩისას გააძევეს. მამუკა ჩვნთვის დიდი ძალაა, თუმც ვეცდებით მას სრულფასოვანი შემცვლელი გამოვუძებნთ.

შეიძლება იყოს 5 ადამიანი და მდგომარე ადამიანები-(ი)ს გამოსახულება