დიახ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კალათბურთელების დაწყებული საქმე გააგრძელა და ქართული რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა!
აქამდე ბათუმის ულამაზეს ახალ სტადიონზე ბორჯღალოსნებს არასოდეს ეთამაშათ, იტალია საქართველოში პირველად ჩამოვიდა და ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად დაამარცხა ე. წ. ტიერ 1-ის წარმომადგენელი გუნდი!
28:19 – ასეთი ანგარიშით მოიგო ლევან მაისაშვილის რაზმმა. „რაზმი“ – სხვას ვერაფერს უწოდებ ამ ვაჟკაცების 23-კაციან გუნდს! ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენს პატარა ერს ძლიერებთან ამა ქვეყნისა არათუ ტოლ-სწორად ბრძოლა შეუძლია, არამედ მათი დამარცხება კიდეც!
თამაში იმდენად დრამატული იყო, იმდენად გაჯერებული ემოციითა და უფრო მეტითაც კი, რომ ამის აღწერა ამ მოცემულ მომენტში უბრალოდ შეუძლებელია! იმედია მკითხველი ამ ემოციებს იზიარებს და არ გაგვინაწყენდება ასეთი უჩვეულო მიმოხილვისთვის. დღეს ჩვენ ვზეიმობთ! დღეს საქართველო გამარჯვებას ზეიმობს და მადლობა ჩვენს ბორჯღალოსნებს სიამაყის ამ განუმეორებელი განცდისთვის!
ბორჯღალოსნებს გაუმარჯოს! საქართველოს გაუმარჯოს!