„რა მშვენიერია კიდევ რომ შეგხვდით”, — თქვა „იუვენტუსის” გულშემატკივრებით შემოჯარულმა, ბედნიერმა პოლ პოგბამ. გუშინ ის კერძო თვითმფრინავით ტურინში ჩაფრინდა.
პოგბა უზარმაზარი თეთრი ჯიპიდან გადმოვიდა, რათა ქომაგებს მისალმებოდა, ისინი კი ტაშს უკრავდნენ და თავიანთი საყვარელი გუნდის ყოფილ ნახევარმცველს შეძახილებით ესალმებოდნენ.
თეთრებში გამოწყობილი, შავ-თავსაბურავიანი ფრანგი, რომელიც ბოლო წლებში „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა, სელფებისა და ავტოგრაფების დასარიგებლად ბარიერებთან მივიდა. დღეს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „ბებერ ქალბატონთან” ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მას „იუვენტუსში” 2012-16 წლებში საკლუბო კარიერის დიდებული წლები აქვს გატარებული. რაც შეეხება მანამდე და მის შემდეგ პოგბას „მანჩესტერ იუნაიტედში” ტრავმებითა და წინააღმდეგობებით სავსე ორი პერიდო აქვს გატარებული.
ტურინულ კლუბში პოგბა ოთხჯერ გახდა სერია A-ს ჩემპიონი, ორჯერ იტალიის თასი და ორჯერაც სუპერთასი მოიგო.
„მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით მან ერთხელ ევროლიგაში გაიმარჯვა და ერთხელაც ინგლისის ფეხბურთის ლიგის თასი აღმართა.
ტურინში ჩასულ 29 წლის ვარსკვლავს სახეზე ეწერა, რომ „შავ-თეთრების” ბანაკში დაბრუნება მისთვის უდიდესი ბედნიერება იყო.