შეიძლება იყოს 1 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულებაბუდაპეშტის დიდი სლემი ქართველმა ძიუდოისტმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ ორივე მედალი 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოვიპოვეთ, ხოლო 66 კილოგრამამდე წონაში ვაჟა მარგველაშვილი უმედლოდ დარჩა.

ლუხუმ ჩხვიმიანმა ფინალამდე ებრაელი ლიორ რაფაილოვი, მოლდოველი ალექსანდრუ ტირშინა, იტალიელი ანჯელო პანტანო და ყაზახ ბაიურზან ნარბაიევი დაამარცხა, მაგრამ ფინალი ბელგიელ იორ ფერსტრატენთან დათმო.

თემურ ნოზაძემ ჯერ ბრიტანელი დილან მუნდრო დაამარცხა, შემდეგ– ჩეხი დავიდ პულკრაბეკი, მაგრამ ყაზახ ბაიურზან ნარბაიევთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ტატამიზე პანტანო და ფრანგი რორ პიკარდი დასცა და ბრინჯაოს ირგუნა.

მარგველაშვილმა პოლონელი პატრიკ ვავზრიჩეკი და ფრანგო ორლანდო კაზორლა კი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში უზბეკ რასიმ სუბონოვთან წააგო. ხოლო ბრინჯაოს შანსი ისრაელის წარმომადგენელ ტაი ფლიკერთან რეპეშაჟში დაკარგა.