Uefa Women's Euro 2022 referees - Dutch Referee Blogმანჩესტერში ქალთა ევრო 2022 გაიხსნა. ტურნირი შარშან უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონაპანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.

შეჯიბრება ინგლისში ტარდება. გახსნის მატჩში, „ოლდ ტრაფორდზე“, ერთმანეთს ინგლისისა და ავსტრიის ნაკრებები შეხვდნენ. მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს. ფინალი ლეგენდარულ „უემბლიზე“ გაიმართება ივლისის ბოლო დღეს.

რიგით მე-13 ტურნირში 16 ნაკრები მონაწილეობს.

A ჯგუფი: ინგლისი, ავსტრია, ნორვეგია, ჩრდილოეთ ირლანდია

B ჯგუფი: გერმანია, დანია, ესპანეთი, ფინეთი

C ჯგუფი: ნიდერლანდები, შვედეთი, შვეიცარია, პორტუგალია

D ჯგუფი: საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ისლანდია