The six-time Ballon d'Or winner believes his future "no longer" lies at Old Trafford„სანი” წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ფლობს. გაზეთის მტკიცებით „მანჩესტერ იუნაიტედი” დანამდვილებით თანახმაა პორტუგალიელი გაუშვას. 37 წლის მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი ინგლისში გუნდთან ერთად სავარჯიშოდ ჯერ არ ჩასულა, რის მიზეზადაც ოჯახი მოჰყავს.

The Red Devils have accepted that they will be forced to part ways with Ronaldo this summerინგლისური გაზეთის თქმით კრიშტიანუს პირველად ჯერ კიდევ ათი თვის წინ წამოცდა, რომ სიყმაწვილის დროინდელ კლუბში დაბრუნება მისთვის წარუმატებელი გამოდგა და სხვაგან სურს გადასვლა. ამ სიტყვებს კლუბმა მაშინ დიდი ყურადღება არ მოაქცია და გამოაცხადა, რომ ვარსკვლავი მომდევნო სეზონშიც მათთან იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, როდესაც ფეხბურთელს — მითუმეთეს ისეთი კალიბრისას კრიშტიანუ რომ არის — კლუბში დარჩენა არ უნდა, ძალით დატოვება შეუძლებელია.

ერთი ხნის წინ „იუნაიტედის” ახალმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმაც თქვა, რომ მას რონალდუს დატოვება უნდოდა.

„რონალდუ გიგანტია. მან უდიდეს შედეგებს მიაღწია. ამასთან ის კვლავ ძალიან ამბიციურია. რასაკვირველია, მე ასეთი ფეხბურთელის შენარჩუნება მინდა,” — თქვა ჰოლანდიელმა, თუმცა დირექტორატთან თათბირის შემდეგ და ტონი შეცვალა — მომავალს მის გარეშე დავგეგმავო.

რონალდუ გასულ სეზონში „იუნაიტედის” საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან 24 გოლი გაიტანა, მაგრამ გუნდი 58 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდა და ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის” 35 ქულით ჩამორჩა. რაც პრემიერლიგა დაარსდა, „იუნაიტედს” ასე ცოტა ქულა არ ჰქონია.

„სანი” იხსენებს იანვრის პუბლიკაციას, სადაც გაზეთი წერდა, რომ რონალდუს მრჩეველებმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ აღმასრულებელ შეფს რიჩარდ არნოლდს უთხრეს, რომ თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში არ მოხვდებოდა, მათი კლიენტი აუცილებლად სხვაგან წავიდოდა.

ამასობაში „მანჩესტერ იუნაიტედთან” სადაცაა კონტრაქტს გააფორმებს თავისუფალი აგენტი, 30 წლის კრისტიან ერიკსენი და თანაგუნდელებს ავსტრალიაში სეზონისწინა მზადების მეორე ეტაპზე შეუერთდება. დღეს ტენ ჰაგის გუნდი ბანგკოკს მიემგზავრება, სადაც სამშაბათს „ლივერპულს” უნდა შეხვდეს.

გარდა ამისა, ამბობენ, რომ „იუნაიტედი” „ბარსელონასგან” 25 წლის ფრენკი დე იონგს შეიძენს, თუმცა კატალონიელების პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა აცხადებს, რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველის გაყიდვას არ აპირებს.

„ბარსელონას” დე იონგი ტენ ჰაგის წინა კლუბისგან, „აიაქსისგან” 2019 წელს ჰყავს ნაყიდი.