„ტოტენჰემის“ გულშემატკივარმა კრისტიან ერიკსენის მაისურა საჯაროდ დაწვა და შემდეგ ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამით მან ჩრდილოლონდონელ ქომაგთა უმეტესობის დამოკიდებულება გამოხატა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც საქციელი არ მოუწონეს.
ერიკსენს პრემიერლიგის „ბრენტფორდთან“ კონტრაქტი 1 ივლისს დაუმთავრდა და მისი გადაბირება რამდენიმე კლუბს, მათ შორის, „ტოტენჰემსაც“ სურდა, მაგრამ 30 წლის დანიელმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ არჩია, სადაც უახლოეს ხანში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სავარაუდოდ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.