Rafael Nadal live stream: Match time, TV info, how to watch No. 2 seed in  2022 Wimbledon first round - DraftKings Nationუიმბლდონის მეოთხედფინალური წყვილების მეორე სათამაშო დღის ყველაზე დაძაბული მატჩი ამერიკელი ტეილორ ფრიცისა და ესპანელი რაფა ნადალის გამოდგა. გამარჯვებული მეხუთე სეტში გამოვლინდა. მანამდე ორივე ჩოგბურთელმა სეტები ერთნაირი ანგარიშით მოიგო: ფრიცმა ორივე 6:3, ნადალმა ორივე – 7:5.
გადამწყვეტ სეტში საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა. არადა, ნადალს მანამდე შეეძლო საქმის მოთავება, როდესაც მეშვიდე გეიმში ფრიცს ჩაწოდება აართვა, მაგრამ მერვეშივე დაუბრუნა.
ტაი ბრეიკზე კი, ესპანელი უფრო ძლიერი იყო – 10:4 და სვლა მორიგი დიდი სლემისკენ.
კიდევ ერთი ნახევარფინალისტი ავსტრალიელი ნიკ კირგიოსია, ვინაც მარტივად ჩილელი კრისტიან გარინი დაამარცხა – 6:3; 6:4; 7:6. მატჩმა 2 საათზე ოდნავ მეტ ხანს გასტანა.
ქალთა შორის ყაზახი ელენა რიბაკინა პირველი სეტის მერე სერბ ალია ტომლიანოვიჩთან (4:6) ჩამორჩა, მაგრამ შემდეგი სეტები სათავისოდ წამოიღო – 6:2; 6:3.
რუმინელმა სიმონა ჰალეპმა კი მარტივად, 1 საათში დაამარცხა ამერიკელი ამანდა ანისიმოვა – 6:2; 6:4.
შედეგად, ნახევარფინალური წყვილები ასე დაჯდა: კაცებში ჯიკოვიჩი-ნორი; კირგიოსი-ნადალი; ქალთა შორის კი – რიბაკინა-ჰალეპი; ჟაბერი-მარია.