A Met Police sergeant has appeared in court accused of raping a woman in the sea while on a stag do in Brightonგუშინ გიამბეთ ფეხბურთის ვარსკვლავზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვის კურორტზე ქალის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, ახლა კი დავძენთ: ის ხელმეორედ წაიყვანეს პოლიციაში. პრემიერლიგის ცნობილ მოთამაშეს სხვა ქალის გაუპატიურებაშიც სდებენ ბრალს. „სანი” წერს, რომ ახალი პრეტენზია მას მერე გაჩნდა, რაც დაზარალებული ქალები ერთმანეთს ინსტაგრამით დაუკავშირდნენ და ამბავი გამოკითხეს.

ფეხბურთელი ძალიან ცნობილია, მაგრამ მის სახელს სამართლებრივი მიზეზების გამო ჯერჯერობით ვერ ასახელებენ. პირველად ის ორშაბათს, ღამის 3 საათზე დააკავეს, როდესაც მძინარეს სახლში პოლიციის ექვსმა მანქანამ მიაკითხა. ზუსტდება, რომ ეჭვმიტანილმა დაზარალებული ერთი კვირის წინ გარუჯვისას გააუპატიურა.

მოგვიანებით, დაზარალებულმა პოლიციელებს შეატყობინა, რომ მას დაუკავშირდა უცნობი ქალი, რომელიც ამბობს, რომ ფეხბურთელმა 2021 წელს გააუპატიურა. მან უცნობის მოწერილი ტექსტებიც წარადგინა, რასაც გამოძიება სერიოზულად მიუდგა და როგორც უკვე მოგახსენეთ პრემიერლიგელი ვარსკვლავი ხელმეორედ დააკავა. ფეხბურთელიცა და დაზარალებულებიც 20 წელზე უფროსები არიან. პირველ საქმეზე დაკითხვის შემდეგ მოთამაშე აგვისტოს დათქმულ თარიღამდე თავისუფალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვითარება შეიცვალა.

ლაპარაკია იმდენად წარმატებულ სპორტსმენზე, რომ მას ნაკრებში იძახებენ და წლის ბოლოს ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა გაემგზავროს თუ გამგზავრებულიყო.

მომდევნო კვირაში ის სეზონისწინა შეკრებაზე თანაკლუბელებს უნდა შეერთებოდა.