PSG close in on Nice boss Christophe Galtier | Nasser Al-Khelaifi wants  all-Parisian team at the Parc des Princes | Transfer Centre News | Sky  Sportsგაიცანით, პსჟ-ს ახალი მწვრთნელი – 55 წლის მარსელელი კრისტოფ გალტიე… კაცი, რომელმაც შარშან საფრანგეთში პარიზული კლუბის ჰეგემონია დაამხო და „ლილი“ ქვეყნის ჩემპიონობამდე მიიყვანა.

„პარი სენ-ჟერმენის“ ეს გადაწყვეტილება დიდი მოულოდნელობა იყო საფეხბურთო სამყაროსთვის. კლუბის ახალ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნა თითქოს გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ, ჩანს ვერ შეთანხმდნენ. მაურისიო პოჩეტინოს გაშვება კი პარიზელებს 10 მილიონი ევრო დაუჯდათ. ხოლო ზიდანი ახლა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად ითვლება. ყატარული მონდიალის შემდეგ ხომ დიდიე დეშამი თანამდებობიდან მიდის, შედეგის მიუხედავად…

გალტიემ პსჟ-ში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება, მერე კი სათქმელს მისივე შედეგები იტყვიან.  ის ბოლოს „ნიცას“ მწვრთნელი გახლდათ, სადაც „ლილიდან“ სწორედ საჩემპიონო სეზონის შემდეგ გადაბარგდა და გუნდი მეხუთე ადგილზე გაიყვანა.