კრიშტიანუ რონალდუ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველ ვარჯიშზე არ გამოცხადდა და ეს ოჯახური პრობლემებით ახსნა. კლუბში განაცხადეს, რომ ესმით კრიშტიანუს პრობლემის და მოუთმენლად ელიან. თუმცა რა პრობლემაზეა საუბარი, არ კონკრეტდება.
მანკუნიანელთა ხელმძღვანელობის პოზიცია იგივეა: პორტუგალიელს კონტრაქტით კიდევ ერთი წელი დარჩა კლუბში სათამაშო და ის არ იყიდება. თუმცა თავად რონალდუს ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვერ მოხვდა.
დღეს გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელთან, ერიკ ტენ ჰაგთან, იმ ფეხბურთელების შეხვედრაა დაგეგმილი, რომლებიც ბოლო დროს ეროვნულ ნაკრებებში იყვნენ გამოძახებულნი.