თბილისის მერიის საფეხბურთო ცენტრ “იმედში” დასრულდა რიგით მეორე “რითეილ ასოციაციის თასის” გათამაშება. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო ქსელების თანამშრომელთაგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა. ტურნირის ჩატარების მიზანი ტრადიციულია: აქტიური ცხოვრება გახდეს ნორმად, რაც ჯანსაღი და წარმატებული საზოგადოების ფორმირების საფუძველს წარმოადგენს.

ნიკორა, გუდვილი, სპარი, ზღაპარი, სმარტი, დეილი, აგროჰაბი, უნივერსამი, მაგნიტი, კარფური ორ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ და სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში გამოავლინეს ნახევარფინალისტები.

პლეიოფში ნიკორამ და გუდვილმა დაამარცხეს სპარის და ზღაპარის გუნდები და ფინალურ მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს.

მიუხედავად იმისა, რომ ფინალი დასრულდა  6:0 ნიკორას სასარგებლოდ, მრავალრიცხოვანი მაყურებელი სანახაობრივი და მაღალი დონის საფეხბურთო მატჩის მომსწრე გახდა.  ულამაზესი გოლები, ურთიერთპატივისცემა, ღირსეული თამაში – ფინალი ტურნირის მშვენებად იქცა და ნიკორამ ზედიზედ მეორედ აღმართა გარდამავალი თასი!!!

აუცლებლად აღსანიშნავია კომპანიების ინტერესის ზრდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კუთხით და აქტიურობა  კორპორატიული სპორტის მდგრად ტრენდად ჩამოყალიბების პროცესში.