საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს ჩინებული შანსი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაეკავებინა, მაგრამ კარგად დაწყებულ მატჩში მერედამერე აურია და 15:16 დამარცხდა.
პირველი მეოთხედის შემდეგ ჩვენი გუნდი 6:3 დაწინაურდა, მეორეს დასაწყისში სხვაობა კიდევ ერთი ბურთით გაზარდა და…
ტაიმი 9:10 წავაგეთ. ამის შემდეგად იყო შანსი მოგვეგო. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მეკარე კარგად ირჯებოდა და რამდენჯერმე გადაგვარჩინა და მეტოქე დიდი უპირატესობით წინ ვერ გაიჭრა. თუმცა, შეტევაშიც ვერ ვივარგეთ და საბოლოოდ, წავაგეთ.
და მაინც, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების თამაში მონდიალზე, მეტნაკლებად დადებითად უნდა შევაფასოთ. მე-10 ადგილი ურიგო შედეგი არ არის… თუმც უკეთაც შეიძლებოდა…
