Isco's age, girlfriend, salary, contract, family, Instagram, cars, photos ▷  SportsBrief.comხვალ ისკო „რეალის” ყოფილი ვარსკვლავი გახდება — შემტევ ნახევარმცველს „ლოს ბლანკოსთან” კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

ისკო 30 წლისაა. ის ყოველთვის გამორჩეული ნიჭით იყო დაჯილდოებული და როგორც „რეალის” ასევე ესპანეთის ნაკრების მნიშვნელოვან წევრად ითვლებოდა, მაგრამ თანდათან ვითარება შეიცვალა და ისკო ბოლო სეზონში გულშემატკივრის თვალთახედვიდან ფაქტობრივად გაქრა.

მისი სახელის მქონე კაცს, მითუფრო თავისუფალი აგენტის რანგში, თითქოს ტელეფონი არ უნდა უჩერდებოდეს, კლუბები განუწყვეტლივ უნდა ურეკავდნენ და მათთან გადასვლას ეხვეწებოდნენ, მაგრამ ასე არ ხდება. როგორც „სუპერდეპორტე” წერს, მისი გადაბირებით ერთი ესპანური კლუბიც კი არ არის დაინტერესებული.

თავიდან „რეალ ბეტისი” და „სევილია” ცდილობდნენ შემტევ ნახევარმცველთან მოლაპარაკებას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ორივემ უკან დაიხია.

„ბეტისს” ხელფასების გადახდის პრობლემა უდგას და ესეც არ იყოს, „რეალისგან” დანი სებალოსის გადაყვანა ურჩევნია, „სევილიას” მთავარი ამოცანა კი დიეგო კარლოსის შემცვლელის მოძებნაა. 29 წლის ბრაზილიელი მცველი „ასტონ ვილაში” გადავიდა.

ესპანური პრესის თანახმად ისკოს ლა ლიგაზე მეტად სერია A-ში გადასვლის შანსი აქვს, მაგრამ იქაც მხოლოდ ერთი კლუბი, ჟოზე მოურინიუს „რომა” თუ გამოიჩენს ინტერესს.