რამდენიმე დღის წინათ „ნიუკასლმა“ ახალი, 2022-2023 სეზონის მესამე სათამაშო ფორმა წარადგინა და სკანდალში გაეხვა. დიზაინი თეთრ – ღია მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი და ძალიან ჰგავს საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრების ფორმას…
მოგეხსენებათ, 2021 წლის ოქტომბერში კლუბი 300 მილიონ გირვანქად საუდის არაბეთის ე. წ. სუვერენულმა ფონდმა იყიდა და იდეაში სუპერკლუბის შექმნას აპირებენ.
ფორმის დიზაინმა „კაჭკაჭების“ ქომაგთა უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია, რადგან ასეთი ფერების ფორმა კლუბს არასოდეს სცმია.
„თუ ჩვენ მათ ვეკუთვნით, ეს არ ნიშნავს, რომ მათსავით უნდა გამოვიყურებოდეთ“, – წერს სოციალურ ქსელში ერთი.
მეორე: „ვერ ვეგუები, რომ საუდელები ჩვენ ბრენდში და იდენტობაში მკვიდრდებიან…“
მესამე: „აქ მხოლოდ საუდის არაბეთის ნაკრების ფორმას ვხედავ. სად არის „ნიუკსლის“ ფორმის მესამე კომპლექტი?“
მოკლედ დიდი ამბავია ატეხილი. მთავარი მწვრთნელი, ენდი ჰოუ კი ამბობს: „არ მაქვს იმდენი უფლებამოსილება, რომ ამ საკითხში რაიმე შევცვალო. თუმცა საუდის არაბეთში გატარებული შეკრებისას, მივხვდი, რომ ჩვენი კლუბი იქ ძალიან პოპულარულია. ვფიქრობ, ფორმის დიზაინერებმა იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ და ამიტომაც გადაწყვიტეს ასე.“
ბრიტანელი მიმომხილველბი აღნიშნავენ, რომ ზოგადად მესამე სათამაშო ფორმა ყოველთვის უჩვეულო დიზაინისაა და მარკეტინგზეა გათვლილი, რათა ამა თუ იმ რეგიონის ქომაგთა მეტი ყურადღება მიიპყრონ. ამიტომაც თან ახლავს ექსპერიმენტები, ფერებისა და ტექნოლოგიების განსხვავებული გადაწყვეტები.
მაგრამ ჯორდები გაბრაზდნენ…