ახალ მფლობელთან ერთად, „ჩელსიში“ მართლაც ახალი ეპოქა იწყება. ახლახან ახალი დირექტორები წარადგინეს: ბარბარა ჩარონე, ჯონათან გოლდშტეინი და დანიელ ფილკენშტეინი.

ამათგან ყველაზე საინტერესო ჩარონეს პერსონაა. ის ცნობილი ჟუენალისტი და პოპ-პიარია. 70 წლის ჩარონეს 40 წლის განმავლობაში უმუშავია მადონასთან, როდ სტიუარტთან, „როლიგ სტოუნზთან“. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვს „სტოუნზის“ გოტარისტ კიტ რიჩარდსთან, რომელზეც წიგნიც დაწერა და 1977 წელს კანადაში ნარკოსკანდალის დროს დიდად დაეხმარა.

თანაც უკვე 30 წელიწადზე მეტია „ჩელსის“ თავგადაკლული ქომაგი ყოფილა. ყოველთვის ყიდულობდა სეზონურ აბონემენტს და საგარეო მატჩებზეც დაჰყვებოდა. მათ შორის, 2012 წელს მიუნხენშიც ბრძანდებოდა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, როცა „ჩელსიმ“ „ბაიერნს“ მოუგო.

Barbara Charone is a legendary music PR and new Chelsea director