ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე წინ მიიწევს. ჩვენიანმა ტურნირის მეორე მატჩიც მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ნიდერლანდელ ტიმ ვან რიტოვენსა და ამერიკელ რეილი ოპელკას შორის მოგებული იქნება და კაცმა რომ თქვას, არც ერთია დაუმარცხებელი, არც – მეორე.
ქვენტინ ჰალისთან დღევანდელი შეხვედრა კი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ნიკამ, შეიძლება ითქვას, ბეწვის ხიდზე გაიარა, თუმც ბოლოს მაინც საჩვენო ანგარიში დაფიქსირდა – 7:6, 0:6, 7:5, 7:6. სამი მოგებული სეტიდან ბასილაშვილმა ორჯერ ტაიბრეიკზე იმარჯვა. მეტოქის ყუმბარისებულ ჩაწოდებებს ჩოგანი რამდენჯერმე ზუსტად შეაგება, რაც მოსაგებად საკმარისი გამოდგა. მატჩი ორსაათნახევარს გაგრძელდა.
REMARKABLE! Andy Murray Stuns 24th Seed Basilashvili in his First Singles  Match in Four Years at Wimbledon - EssentiallySports