მადრიდის „რეალის“ ყოფილმა შემტევმა გარეთ ბეილმა ამერიკულ „ლოს ანჯელესთან“ ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ძალიან ბედნიერი ჩანს.

„Let’s gooo! ვეღარ ვითმენ როდის შევხვდები ახალ თანაგუნდელებს“, – აღფრთოვანებული წერს უელსელი ტვიტერში.

მანამდე ის „კარდიფ სიტიში“ უნდა გადასულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა

„გარეთი ჩვენთვის დიდი ძალა იქნებოდა. ვფიქრობ, „ლოს ანჯელესის“ შეთავაზება ძალიან მაცდური აღმოჩნდა და უარი ვეღარ უთხრა, თორემ თითქმის შეთანხმებულები ვიყავით. აქ ფულში არ იყო საქმე“, – ამბობს კარდიფელთა პრეზიდენტი, ვინსენტ ტანი.

Gareth Bale says it's the 'right time' to make such a move to the MLS