საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ტურში უნგრეთთან 14:18 წააგო…

არადა, ჩვენებმა თამაში კარგად დაიწყე და პირველი მეოთხედი 3:1 დაწინაურდნენ. თუმცა, მასპინძლებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს, ხოლო ტაიმის დასარულს უკვე 10:6 იგებდნენ. სწორედ ეს მონაკვეთი გამოდგა გადამწყვეტი, რადგან დარჩენილი დრო გუნდებმა ისევ თანაბრად ითამაშეს.

შედეგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და ფლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. მეოთხედფინალში გასასვლელი ბრძოლა დეიან სტანოევიჩის გუნდს ხორვატიასთან ელის.

May be an image of 2 people and pool