57 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად 80-იან წლებში თბილისის „დინამოს“ მარცხენა მცველი მალხაზ არზიანი გარდაიცვალა.
არზიანი ფოთში დაიბადა, გაიზარდა და ფეხბურთის თამაშიც იქ დაიწყო, მაგრამ კარიერის საუკეთესო წლები თბილისის „დინამოში“ გაატარა. 1985 წელს საბჭოთა საქართველოს ნაკრებთან ერთად მოიგო გრანატკინის მემორიალი.
საბჭოთა კავშირის დროს ნათამაშევი აქვს ბათუმის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიაში“. დამოუკიდებლობის შემდეგ – ფოთის „კოლხეთსა და რუსთავის „გორდაში“. უთამაშია შვედურ „ელივარეშიც“. დამოუკიდებელ საქართველოს ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა – 1992 წელს აზერბაიჯანთან…
სარბიელელები ვწუხვართ მალხაზ არზიანის გარდაცვალების გამო