დასრულდა ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე. ლიდერი ისევ „ბათუმია“. ზღვისპირელები დამაჯერებლად პირველობენ, უშუალო კონკურენტ „დინამოს“ 6 ქულით უსწრებენ და ზედიზედ მეორე ჩემპიონობისკენ გამართული ნაბიჯით მიდიან.

გულისხმიერი ჭია

ხმაურიანი დებიუტი გამოუვიდა „დინამოში“ გიორგი ჭიაბრიშვილს. „დინამომ“ „გაგრას“ 5:0 მოუგო და რაც მთავარია, კარგი თამაში აჩვენა, რასაც ბოლო დროს მათგან იშვიათად ვხედავთ. გაიმარჯვა და ერთტურიანი პაუზის შემდეგ მეორე ადგილზე დაბრუნდა. „გაგრას“ კრიზისი კი უკვე აშკარაა, გაგა კირკიტაძის გუნდმა მიჯრით მე-6 შეხვედრა წააგო.

ჭიაბრიშვილმა კი შემდეგ თქვა: მადლობა კახა ცხადაძეს, მის სტაფს. ამ გამარჯვებას ჩემს თავზე ვერ მივიღებ. სულ ორი დღეა რაც აქ მოვედი, უბრალოდ კარგი დღე დაემთხვა, ყველაფერი გამოუვიდა გუნდს, კარგად მომზადებული ფეხბურთელები დამხვდნენ და იმედი მაქვს შემდეგი მატჩებიც ასეთი იქნებაო.

აზაცკის ეპიზოდი

„ბათუმმა“ „ტორპედო“ 4:0 დაამარცხა, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ ვერ იტყოდით, რომ ქუთაისელები ასეთი ანგარიშით წააგებდნენ. კარგად გამოიყურებოდნენ. იყო ეპიზოდი, როცა საკუთარ საჯარიმოსთან მასპინძელმა ოლეკსანდრ აზაცკიმ აკაკი შულაია აკრძალული ილეთით შეაჩერა, არადა, ტორპედოელი მეკარესთან პირისპორ რჩებოდა. ამას ბოლო იმედის ჯარიმა ჰქვია, რომელიც წესით წითელი ბარათით ისჯება. მსაჯმა კი უკრაინელს მხოლოდ ყვითელი უჩვენა. რამაც სტუმართა უკმაყოფილება გამოიწვია. ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა შეხვედრის მოვლენები ბათუმელები რიცხობრივ უმცირესობაში რომ დარჩენილიყვნენ.

ტაიმის ბოლოსკენ მასპინძლებმა მაინც გაიტანეს. ვლადიმერ მამუჩაშვილმა დიდებული საჯარიმო დაარტყა ცხრიანში. შესვენების შემდეგ მანვე უკვე პენალტი გარდასახა და დუბლი შეასრულა. ეს მისი მეორე დუბლი გახლდათ მიმდინარე სეზონში. პირველი პირველ ტურში „სიონის“ წინააღმდეგ შეასრულა 25 თებერვალს. ჯამში კი ეს სეზონის მე-20 ორგოლა გახლდათ.

„ბათუმი“ კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს და ექვსი ქულით უსწრებს უშუალო მდევარს.

May be an image of 3 people, people playing football and outdoorsპირველად 10 აპრილის შემდეგ

„სამგურალი“ 10 აპრილის შემდეგ პირველად დამარცხდა და შთამბეჭდავი  თავგადასავალი დაასრულა. წყალტუბოელთა მთვარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ შემდეგ თქვა: შეიძლებოდა „დილასთან” თამაშის არ წაგება, თუმცა ამით ტრაგედია არ მომხდარა, გავაანალიზებთ ამ მატჩს და ვეცდებით, შემდეგ შეხვედრაში უკეთ ვითამაშოთო.

„სამგურალი“ მართლაც კარგი გუნდია და მწვრთნელის სიტყვებსაც საფუძველი აქვს. თანაც კალენდარიც რთული შეხვდათ ბოლო ტურებში: ზედიზედ ეთამაშნენ – „ბათუმს,“ „დინამოს“ და „დილას.“

გორელბმა კი წყალტუბოელთა სახით უშუალო კონკურენტი დაამარცხეს და ქულებით გაუთანბრდნენ.

ერთიც: გორის „თენგიზ ბურჯანაძის“ სტადიონზე დაახლოებით ათი წუთით ისევ გაითიშა ელექტროენერგია. იგივე მოხდა 3 ივნისს საქართველოსა და რუმინეთის 21-წლამდელთა ამხანაგური მატჩის დროს…

სხვა

„სიონმა“ წინა ტურის გმირი, „ლოკომოტივი“ 5:1 გაანადგურა. არადა, „რკინიგზელებმა“ ხომ მე-17 ტურში სეზონში პირველად გაიმარჯვეს, „საბურთალოს“ 2:1 მოუგეს, პირველი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში და გულშემატკივრებს იმედი გაუჩინეს, რომ ახალი, უკეთესი ეტაპი დაიწყებოდა მათ ახლო ისტორიაში. ვნახოთ.

„საბურთალომ“ კი „ლოკომოტივთან“ სირცხვილის შემდეგ კერკეტი „თელავი“ დაამარცხა.

სიონი 5:1 ლოკომოტივი

1:0 ჭიაბრიშვილი (16 საკ.  კარში), 2:0 ფოცხვერია (19), 2:1 ომარაშვილი (24), 3:1 ლუკა ხორხელი (53), 4:1 ნიკა ხორხელი (55), 5:1 ღამბარაშვილი (81)

დინამო 5:0 გაგრა

1:0 კამარა (22), 2:0 მოისწრაფიშვილი (52 პენ), 3:0 ბარნსი (58), 4:0 მექვაბიშვილი (74), 5:0 სხირტლაძე (83)

დილა 1:0 სამგურალი

1:0 კაპანაძე (37)

საბურთალო 1:0 თელავი

1:0 მიოჩი (67)

ბათუმი 4:0 ტორპედო

1:0, 2:0 მამუჩაშვილი (39, 53 პენ), 3:0 ფლამარიონი (77 პენ), 4:0 გაფრინდაშვილი (88)

გაძევება: აბულაძე (76) – ტორპედო

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი18125148:1341
დინამო18105333:1535
სამგურალი1896328:1533
დილა18103522:1333
საბურთალო1875621:1826
თელავი1856719:17 21
ტორპედო1863916:2821
სიონი1855822:33 20
გაგრა18521118:3417
ლოკომოტივი18101715:563

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 11, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო), ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმი) – 8, ნიკა ხორხელი (სიონი), ვაგნერ გონსალვესი (დილა) – 7, ლუკა ხორხელი (სიონი), ირაკლი რუხაძე (სამგურალი) – 6